ახალი ამბები

ერთი ლიტრი რეგულარის ფასი ისტორიაში პირველად გადაცდა 2.49 ლარს – ბაირახტარი

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საწვავის ფასებთან დაკაშირებით წერს და აცხადებს, რომ ერთი ლიტრი რეგულარის ფასი ისტორიაში პირველად გადაცდა 2.49 ლარს.

“ბოლო 2 თვეში საწვავი, საშუალოდ 22 თეთრით გაძვირდა. ერთი ლიტრი რეგულარის ფასი ისტორიაში პირველად გადაცდა 2.49 ლარს. „გილოცავთ“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საწვავი ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა.

პ.ს. შემდეგ თვეში ველოდებით, ინფლაციის თარგეთიდან, კიდევ უფრო გადახრას”, – წერს ბაირახტარი.

რაც შეეხება ცალკეულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასს, დღეის მდგომარეობით სიტუაცია ასეთია:

სოკარი:

იტვირთბა....