ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ვაპირებ უზენაეს სასამართლოში გადავიდე თავმჯდომარედ, ეს არის ჩემი უახლოესი გეგმა” – კობახიძის ირონიული პასუხი ჟურნალისტებს

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას პარლამენტში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ირონიულად უპასუხა.

“მე ვაპირებ უზენაეს სასამართლოში გადავიდე თავმჯდომარედ, ეს არის ჩემი უახლოესი გეგმა”,- თქვა მან.

გარდა ამისა, შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მმართველ გუნდში ცვლილებების განხილვა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მმართველ გუნდში ცვლილებებზე საუბარი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

„ჩვენ გვჭირდება განახლება საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში”,-აღნიშნა კობახიძემ.

იტვირთბა....