“თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს, საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს, ღირსების მარშით დასრულდება. ამავე პერიოდში ორგანიზატორებს კიდევ ერთი ღონისძიება, სოციალური თეატრი აქვთ დაგეგმილი.
ამდრომდე უცნობი რჩება, სად და რა ფორმით ჩატარდება ღირსების მარში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ალტერნატიული სივრცეები შესთავაზა, რაც „თბილისი პრაიდის“ უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ლგბტ თემმა განაცხადა, რომ შსს-ს სტრასბურგში უჩივლებენ.