საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ, დაგროვებით საპენსიო სქემაში 700 ათასი ადამიანია ჩართული. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვების პრინციპი მარტივია: სქემაში ჩართული თითოეული მოქალაქის სახელზე, დაგროვებით საპენსიო სქემაში ინდივიდუალური, საპენსიო ანგარიში არის გახსნილი. სწორედ ამ ანგარიშზე ირიცხება დასაქმებულისა და დამსაქმებლის 2%-2% და სახელმწიფო კონტრიბუცია 2%.
„2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებული დაგროვებითი სქემა გულისხმობს 275%-იან ურისკო და უპრეცენდენტო მომენტალურ ამონაგებს,რომელსაც დამატებით 8-10% სარგებელი ერიცხება. სწორედ დაგროვების პრინციპს ეხება საპენსიო სააგენტოს ახალი გრაფიკული ვიდეო-რგოლი.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.