ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბურთალოზე მოსახლეობას წყალს GWP ცისტერნებით მიაწვდის

მგალობლიშვილის ქუჩაზე ტექნიკური სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი წყალმომარაგება 4 ივნისს, 09:00 საათიდან, ეტაპობრივად აღდგება.

სამუშაოების მიმდინარეობისას მოსახლეობას წყალს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ცისტერნებით მიაწვდის. წყლის მიწოდება მოთხოვნის საფუძველზე მოხდება.

მოქალაქეებს შეეძლებათ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” ცხელ ხაზზე (2931111) დაურეკონ და წყლის მიტანა მოითხოვონ.

საბურთალოს რაიონში ამჟამად წყალმომარაგება შეზღუდულია იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებზე.

GWP-ის განცხადებით, 3 ივნისს, მაგლობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს კომპანია მოსახლეობას სრულად აუნაზღაურებს. ზარალი ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის.

წყლის ცენტრალური მილსადენის დაზიანებამ ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე, საავტომობილო გზის ნაწილის ჩანგრევა გამოიწვია. დაზიანდა სამი ავტომობილი.

იტვირთბა....