ახალი ამბები მთავარი სამართალი

13 წლის მოსწავლე აცხადებს, რომ 82 წლის მასწავლებელი საკუთარი სექსუალური ლტოლვების შესახებ ესაუბრებოდა

დედოფლისწყაროს ერთ-ერთი სოფლის სკოლის მოსწავლე აცხადებს, რომ მან ჩაიწერა 82 წლის ისტორიის მასწავლებლის საუბარი, სადაც მასწავლებელი მას საკუთარ სექსუალურ ლტოლვებზე ესაუბრება. ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.

“იმედის” ინფორმაციით, მე-7 კლასელმა მოსწავლემ აღმზრდელთან საუბარი მას შემდეგ ჩაიწერა, რაც სკოლის ადმინისტრაციამ არ დაიჯერა, რომ ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეს საკუთარი ლტოლვების შესახებ ელაპარაკა და მას სკოლის გარეთ ურთიერთობის დაწყებაც კი მოსთხოვა.

შსს-ს ინფორმაციით,  გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.  უკვე გამოკითხეს მოსწავლე, მისი მშობლები, ასევე უშუალოდ პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

იტვირთბა....