აჭარის განათლების, კულუტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი იქნება – ინფორმაცია ამის შესახებ აჭარიდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ახალ მინისტრს თანამშრომლებს განათლების სამინისტროში დღესვე წარუდგენენ.
ამ დრომდე მაია ხაჯიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა.
26 მაისს, მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქში “რუსული დროშების ფრიალის” გამო, ყოფილი მინისტრი, ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა.