მთავარი ციტატა

“სააპელაციომ მიუთითა პროკურატურას, რომ გამოუძიებელია საქმე”

“მივესალმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვთვლით, რომ სასამართლომ თავის თავზე ძალიან დიდი როლი აიღო. ჯერ თავიდან საქალაქო სასამართლომ, ხოლო ამ ეტაპზე უკვე სააპელაციო სასამართლომაც აიღო თავზე ის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. მან სრულად მიუთითა პროკურატურას, რომ გამოუძიებელია საქმე, მას დაუდგენელი პირები ჰყავს საქმეში. ორგანოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს დაუდგენელი პირები დადგენილად ექცია. არა ერთი დარღვევა ფიქსირდება საქმეში. მოზარდი 12 ჭრილობით არის მოკლული და დღემდე უცნობია მისი მკვლელები. პროკურატურას კი არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. დღეს დადგა ის ეტაპი, რომ პროკურატურამ ნაბიჯები გადადგას და პასუხი გასცეს ყველაფერს. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. დაუსჯელი არავინ არ დარჩება. პროკურატურას ეკისრება იმის პასუხისმგებლობა, რომ ამ დრომდე დაუდგენელია დათუნა სარალიძის მკვლელები”.

ნესტან ლონდარიძე, ადვოკატი

იტვირთბა....