სამეგრელოში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა, მეზობლებს შორის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში თევზაობის დროს მოხდა.
18 წლის ახალგაზრდას 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, ცივი იარაღით.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.