ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედურ-ქართული ამხანაგური მატჩი გაიმართა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით და შვედურ-ქართული მეგობრობის აღსანიშნავად, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს საფეხბურთო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.

შვედეთის საფეხბურთო გუნდის წევრები შვედი დიპლომატები იყვნენ, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ. საქართველოს გუნდი კი ცნობილი ქართველი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომლის კაპიტანი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ მსგავსი შეხვედრების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ერთი კარგი ამხანაგური შეხვედრა შედგა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. სწორედ, შვედეთი და პოლონეთი იყო ამ პარტნიორობის ინიციატორი. ჩვენ ამ ფორმატში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მიხარია, რომ შვედი დიპლომატების საფეხბურთო გუნდია ჩამოსული. ეს ამხანაგური მატჩი საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცირებითა და დედაქალაქის მერიის და ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით გაიმართა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გამომწერი

იტვირთბა....