ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ორი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის, ლაშა კილაძის განცხადებით, საქართველოში ორი ფართოპროფილური ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება.

მისი თქმით, პროექტი უკვე შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან, საავადმყოფოებს კი ჩინური კომპანია ააშენებს.

როგორც კილაძემ აღნიშნა, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მკურნალობა მხოლოდ ფსიქიატრიულ კლინიკებში არ ხდება, რადგან იზოლაცია არაა სწორი.

“მკურნალობა არ მიმდინარეობს მხოლოდ საავადმყოფოში და ეს იზოლაცია არ არის ყველაზე ეფექტური მეთოდი მკურნალობის პერიოდში. პირიქით, უმჯობესია თუკი პაციენტი იქნება ნაცნობ გარემოში, მის ოჯახის წევრებთან ერთად“, – განაცხადა კილაძემ და დასძინა, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტრბის მიმართ არსებული სტიგმის პრობლემების მოსაგვარებლად საზოგადოებაში აქტიური კამპანიის ჩატარება იგეგმება, რათა საზოგადოება ტოლერანტული გახდეს მათ მიმართ.

იტვირთბა....