„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ სოფელს [გოგოლათი, ამბროლაური]მივანიჭებთ ეროვნულ კატეგორიას. ჩვენ დავიწყებთ აქ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისე, რომ სოფელი შეინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს უნიკალური კულტურა, ტრადიციები, არქიტექტურა შევუნახოთ არამხოლოდ ჩვენს მომავალ თაობებს, არამედ შევინახოთ შემდეგი საუკუნეების განმავლობაში. ამ სილამაზეს, რასაც თქვენ უყურებთ, აქვს რამდენიმე საუკუნის ისტორია. ჩვენი ვალდებულებაა, ის შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, სოფელი გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქცია არამხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში“.
მამუკა ბახტაძე, პრემიერმინისტრი