aviabiletebi
მთავარი ციტატა

“დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს”

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნინოს შემოსვლის 1700 წელს. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს, რომელმაც იტვირთა მოქცევაი ქართლისაი. დიდება უფალს და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის. ეს ყველაფერი ღვთის წყალობით მოხდა. ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ზეიმობს მთელი საქართველო, დიდი საზეიმო წირვა აღესრულება მთელ საქართველოში.ბოდბეში, თქვენ იცით, რომ აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი დასჭირდა იმას, რომ აშენებულიყო ეს ტაძარი. თქვენ იცით, წმინდა ნინომ ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი, თანამედროვე საქართველომ ააშენა წმინდა ნინოს ტაძარი. წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე

იტვირთბა....