წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან იმყოფება. ადგილზე მორწმუნეები კოცონთან არიან შეკრებილი, რომლის ანთებაშიც პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა. შეკრებილები ხალხური ცეკვა-სიმღერითა და ლექსებით ხვდებიან დღესასწაულს.
პირველ ივნისს, 10:00 საათზე პრეზიდენტი ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრება, რის შემდეგაც მსვლელობას შეუერთდება, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა რომ 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გაივლიდა.