ასტრონომებმა დედამიწაზე სამჯერ დიდი, ნეპტუნის მსგავსი პლანეტა NGTS-4b აღმოაჩინეს. მათი თქმით ეს პირველი საშუალო ზომის ეგზოპლანეტაა, რომელიც ინტენსიური გამოსხივების ზონაშია განლაგებული. აქამდე მიჩნეული იყო, რომ ასეთ გარემოში ეგზოპლანეტას არსებობას არ შეუძლია
მეცნიერებმა ობიექტს, რომელიც დედამიწისგან 1000 სინათლის წელიწადით არის დაშორებული, „აკრძალული პლანეტა“ უწოდეს.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პლანეტას მანათობელი ვარსკვლავის გარშემო სრული ბრუნის შესასრულებლად 36 საათი სჭირდება, რაც სხვა ეგზოპლანეტების მოძრაობის მაჩვენებელთან შედარებით, საკმაოდ დაბალია.