ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მრჩება განცდა, რომ ხელისუფლება ვერ ერევა მაფიის ზეწოლას და სხვადასხვა ადამიანებს” – გოგიჩაიშვილი

კანონპროექტი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, დაახლოებით, ერთი წელია, შემოტანილია, მაგრამ არ დაადგა საშველი საკომიტეტო მოსმენების დაწყებას და რეგლამენტით იცით რამდენია ვადა?! – 5 კვირა, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას სათამაშო ბიზნესის რეგულაციების შესახებ.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება სათანადოდ ძლიერი არ არის და სხვადასხვა ადამაინთა საზიანო გავლენების ქვეშაა მოქცეული:

„მე უკვე მრჩება განცდა, რომ ისინი ვერ ერევიან ამ გავლენებს და ვერ ერევიან ამ მაფიის ზეწოლას და სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც ამ გავლენის ქვეშ არიან. აბა დღეს ადამიანი ძალიან ემოციურად მიწოდებს 2020 სთვის მაფიქრალ ადამიანს და ამბობს, რომ ლევან, შენ ახლა არ გრცხვენია, რას მეუბნები?! ხომ იცი, რამხელა ენერგია მაქვს ამაში ჩადებული. ღმერთი რჯული, არ ვუკარგავ ამას, მართლა, როდესაც ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავდით, ერთი წლის წინ და ცოტა ადრე და გვქონდა სერიოზული წინააღმდეგობა იგივე გახარიასთან, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრი და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ რეგულაციების გატანას. მამუკა პოზიციას ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ როცა პრემიერ-მინისტრი გახდა და მთელი ძალაუფლება ხელში აიღო, დიდი ბოდიშით, ერთი წელი სად არის?! – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იტვირთბა....