ახალი ამბები

“თალგამს რომ თხრიან და ერთი წრუწუნაც რაღაცაში ეხმარება, ისე წარმომედგინა ჩემი თავი “ქართულ ოცნებაში” – მაჭავარიანი

მე თვითონ გადავწყვიტე, რომ შევსულიყავი “ქართულ ოცნებაში”, ბატონ ბიძინას იმ დროიდან ვიცნობდი, როცა მისი სურათიც არ იყო, ნანახი მყავდა და იმ საქმეების შესახებ ვიცოდი,რასაც ის აკეთებდა და იმდენად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთების სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც და მაშინ, იმ დროს, მან ისე გარისკა თავისი შესაძლებლობებით, რაღაცნაირად ვიფიქრე, რომ უფლება არ მქონდა, რომ იმის გვერდით ჩემი მწირი შესაძლებლობებით მის გვერდზე არ დავმდგარიყავი. როგორ წამომიდგენია ჩემი თავი – თალგამს რომ თხრიან და ერთი წრუწუნაც რაღაცაში რომ ეხმარება, თუნდაც ასეთი რამის გაკეთებაც რომ შემძლებოდა, გადავდგი ეს ნაბიჯი, მივედი, შევთავაზე.

ენძელა მაჭავარიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
“ტაბულას” ეთერი, გადაცემა “მძიმე კაცთან”

იტვირთბა....