თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
მათივე ცნობით, 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი კლინიკაშია გადაყვანილი. უწყების ინფორმაციით, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.