ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამუკა ბახტაძე – აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი დროულად მისაღებია

“თუ გსურთ ჩემი დამოკიდებულება გაიგოთ, კიდევ ერთხელ მსურს ყველას მოვუწოდო, მათ შორის ჩემს პოლიტიკურ გუნდს, ეს კანონი რაც შეიძლება დროულად არის მისაღები” – ამის შესახებ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში მოწვეულმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

“ხომ აქვს ყველაფერს თავისი ჩარჩო – მე დამაბრალო, რომ აზარტული თამაშების შესახებ კანონის მიღება არ მინდა, როცა მე გავაკეთე პროექტის ინიცირება ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს. მესმის, რომ 2020 წლის არჩენებისთვის ემზადებით, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს უყურებს და ყველაფერს თავისი ჩარჩოები აქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პლენარულ სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა ბახტაძის ჰკითხა, თუ რატომ ჭიანურდება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღება.

“ბატონო მამუკა, როდის შემოიტანთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციებს, რომელსაც თქვენ შეგვპირდით ერთი წლის წინ და ყოველთვიურად აჭიანურებთ. ჩვენც გვატყუებთ, საპატრიარქოსაც ატყუებთ და საქართველოს მოქალაქეებსაც. ყოველი მეორე ახალგაზრდაა ჩართული აზარტულ თამაშებში. რა გახდა ამ მაფიის გადატეხვა, რა გაუბედაობაა. თქვენ ჩემზე კარგად არ იცით, რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა? რა გახდა ამ აზარტული თამაშების რეგულაციების შემოტანა ან რა იყო იმ რეკლამის კანონის ჩაგდება? თქვენც იყავით მონაწილე, რომ ეს ჩავარდნილიყო. ჩემს გამო გააკეთეთ? ბატონო მამუკა, შემოიტანეთ აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციები და იმდენ ტაშს დაგიკრავთ, ცხოვრებაში ეს უმრავლესობა რომ ვერ დაგიკრავთ, ოღონდ თქვენ შემოიტანეთ,“ – მიმართა გოგიჩაიშვილმა მამუკა ბახტაძეს.

იტვირთბა....