ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამუკა ბახტაძე – საპარტნიორო ფონდის ბიზნესმოდელი არაეფექტური და შესაცვლელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. სესიაზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდის ბიზნესმოდელი არაეფექტური და შესაცვლელია.

“საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობამ ეს ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, მე ვადასტურებ ამას არაფერია გასაკვირი. იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნეს მოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეიცვლება”, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 441 მილიონი ლარის ზარალით დაამთავრა. საპარტნიორო ფონდის დირექტორმა, დავით საგანელიძემაც აღიარა, რომ მის დაქვემდებარებულ უწყებაში მმართველობის ცუდი ფორმაა. ფონდი არაეფექტურ მუშაობაზე ისაუბრა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამაც.

იტვირთბა....