მოძრაობა “შეაჩერე ოკუპაციას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ დავით გარეჯას ტერიტორიაზე ნახევარი საათის განმავლობაში აზერბაიჯანული მხრიდან მიმდინარეობდა სამხედრო წვრთნები.
“დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში აზერბაიჯანული მხრიდან მიმდინარეობდა სამხედრო წვრთნები. ისმოდა ინტენსიური სროლა მსხვილკალიბრიანი იარაღიდან.
დაახლოებით 10წუთია სროლის ხმა აღარ ისმის”, – წერს ქაცარავა.
“მეტრონომს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ წუთებში აღნიშნულ საკითხს არკვევენ.