“ორი სიტყვა მინდა ვთქვა იმ თავხედობასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს დარბაზში. იქნებ ვინმეს დაავიწყდა, როცა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ ლაპარაკობს, როცა მათი უშიშროების საბჭოს მდივანი ერთი თვე გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი იყო. თქვენ არ მოგეწონებათ ეს პრემიერი, რადგან მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვდა’
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებს მიმართა;