პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულმა დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და მომხდარის გამო, ბოდიში მოიხადა.
პირველი არხის ინფორმაციით, პროცესზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს.
ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე და არ არის გამორიცხული, მოსამართლემ დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.
პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, კახეთში, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.