aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამუკა ბახტაძე – ჩვენ გვსურს, შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უსმენენ. ერთ-ერთი კითხვა, რომლიც „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა პრემიერ-მინისტრს, საპენსიო რეფორმას ეხებოდა.

„ჩვენ გვსურს, შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მსოფლიოს არც ერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ეკონომიკური კანონზომიერება. ასე, რომ აქსიომებზე დავას აზრი არ აქვს. ამაზე ტყულად დავკარგავთ დროს. უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. ყველა ქვეყანამ, ვინც წარმატებას მიაღწია, არის წარმატებული ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგოანია, ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ მოქალაქეებს უზრუნველყოფთ ღირსეული პენსია მომავალში” – განაცხადაბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის თქმით, კითხვების ავტორებს 15 წლის წინ რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა ან გამბედაობა და დაწყებულიყო ეს რეფორმა, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთ მწვავე საკითხები, რომელიც არის.

„ამავე დროს ვერ იქნებოდა პოპულისტური განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ წინასაარჩევნოდ, რომ ვიღაცები ორჯერ აპირებდნენ პენსიის გაზრდას მთელი ბიუჯეტი რომ არ ეყოფოდა ისე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მინდა, ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

იტვირთბა....