ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს განცხადების დაწერითსვის 1 თვე რჩებათ

დაგროვებითი საპენსიო გასვლის მსურველებს განცხადების დაწერითსვის1 თვე რჩებათ.

პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი, სქემის დატოვეის შესაძლებლობა 1-ლი აპრილიდან მიეცათ.

როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორიმა, ლევან სურგულაძემ განმარტა, საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანიის/ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა.

სურგულაძე აპრილსი აცხადებდა, რომ განცხადების დასაწერად დასაქმებულებს მხოლოდ ორი თვე აქვთ. მისივე თქმით, თუ აპრილიდან ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ.

„პირველი აპრილიდან თეორიულად შესაძლებელია, გარკვეულ ადამიანებს გაუჩნდეთ საპენსიო სქემიდან გასვლის უფლება, თუმცა ეს მაინც თეორიულია, რადგან წესი არსებობს, რომ როდესაც შეიქმნა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში, ის მაშინ იქმნება, როცა ბუღალტერმა გვაცნობა და ჩაგვირიცხა შესაბამისი საპენსიო შესატანი, იმ მომენტიდან აითვლება სამი თვე და სამი თვის თავზე ადამიანს უჩნდება საპენსიო სქემიდან გასვლის უფლება ორი თვის განმავლობაში. პირველი იანვარი არ იყო სამუშაო დღე და არანაირი ჩარიცხვა არ მომხდარა, არც 2-ში და 3-ში, ხოლო 4-ში იყო დახურული პირველი დეკლარაციები. 2-ში გაიხსნა ინდივიდუალური ანგარიშები და 4 აპრილიდან გარკვეულ ადამიანებს, ვინც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყო 40 წლის, გაუჩნდებათ ორთვიანი ფანჯარა და უფლება, რომ უბრალო განცხადების საფუძველზე გავიდნენ საპენსიო სქემიდან“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

აღსანიშნავია, რომ სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა 30 დღის განმავლობაში დაუბრუნდებათ შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული).

განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში (თბილისი, ყიფშიძის 7ბ) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

„საპენსიო სქემიდან გასვლის პროცედურა არის მარტივი და დაახლოებით სამ წუთს გრძელდება. ასევე გვაქვს 70 ლოკაცია საქართველოს მასშტაბით. იქ არიან ოპერატორები, რომელთაც გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და აქვთ წვდომა ჩვენს სისტემასთან“, – განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა.

ბრძანება, საპენსიო სქემის დატოვების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.pensions.ge/About/LeavingIntruction

იტვირთბა....