ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

უცხოელებზე საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და ვიზის გაცემის პროცედურები მკაცრდება

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და ვიზის გაცემის საფუძვლები უცხოელებზე მკაცრდება. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მოკლევადიანი ბინადრობის თუ საინვესტიციო ნებართვის, ან თუგინდ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები ახალი ფორმატით რეგულირდება.

მაგალითად, იმისთვის, რომ უცხოელმა ერთწლიანი ბინადრობის მოწმობა აიღოს, უნდა შეიძინოს უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება უნდა აღემატებოდეს 100 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში, როცა მანამდე, რეგულაციებით ეს რიცხვი 35 ათასი აშშ დოლარი იყო.

უცხოელზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მან საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, როცა მანამდე, რეგულაციებით ეს რიცხვი 300 000 ათასი ლარი იყო.

მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღების მსურველ უცხოელზე ასეთი ნებართვა თავიდან მხოლოდ 5-წლის ვადით გაიცემა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ყოველწლიურად წარმოადგენს 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ბრუნვის დამადასტურებელ დოკუმენტს.

 

იტვირთბა....