ახალციხის ნომერ მეხუთე სკოლაში პირველკლასელებისათვის ანბანის ღონისძიება 27 მაისს გაიმართა.
მოსწავლეები თეთრ პერანგებსა და წითელ ყელსახვევებში იყვნენ გამოწყობილნი და ღონისძიებაზე პატრიოტული ლექსები წაიკითხეს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, გიორგი გოცირიძე, აღნიშნავს, რომ თეთრ პერანგზე წითელი ყელსახვევი, მიუხედავად თუნდაც სხვა ჩანაფიქრისა, მაინც საბჭოთა რეჟიმის სიმბოლიკაა.
„ძალიან მიმსგავსებულია კომუნისტურ სიმბოლიკასთან, რაც აკრძალულია კანონით თავისუფლების ქარტიის შესახებ. ეს აშკარად გავს იმ მოსწავლის ჩასაცმელს, რაც საბჭოთა კავშირში იყო“,– განმარტავს გოცირიძე.
კლასის დამრიგებელი, ლუიზა მღებრიშვილი, ამბობს, რომ ბავშვები საქართველოს დროშის ფერებში გამოაწყვეს და ამ ღონისძიებას გარდა „ანბანის გაცილებისა“, სხვა დატვირთვა არ ჰქონია
„აზრადაც არ მოგვსვლია ბავშვები პიონერივით გამოგვეწყო და საბჭოთა დროინდელი დეტალი გამოგვეყენებინა. ღონისძიება 26 მაისსაც მივუძღვენით და ჩავაცვით საქართველოს დროშის ფერებში. აბა პეპლები და ფართუკები რომ არ მოუხდრბოდა? ბუშტებიც თეთრ და წითელ ფერებში გვქონდა და ლექსებსაც სულ სამშობლოზე ყვებოდნენ“,–განმარტავს დამრიგებელი.
იმავეს აცხადებენ პირველკლასელების მშობლებიც.
„ყელსახვევები იმიტომ ავირჩიეთ, რომ არ აქვს ყველას საშუალება რომ შეიკერონ პიჯაკები. თეთრი მაისურები ყველას ჰქონდა, წითელი ფარდა კი მაღაზიაში ვიყიდეთ. ჩვენ, მშობლები, ის თაობა ვართ, რომელმაც საერთოდ არ ვიცით, ვინ იყვნენ პიონერები“,– ამბობს მშობელი ხათუნა გელაშვილი.
„რა პიონერი?! რატომ უნდა გახსენებოდათ პიონერები?! ფორმებს რაც შეეხება დროშის ფერებში იყვენენ გამოწყობილები. 26 მაისთან დაკაშირებით ღონისძება ჩაატარეს. როგორ კაშნს და ბენდენას მოიხვევდნენ ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა თეთრი, შავი და წითელი რომ უნდა ცმოდათ ეს ვიცოდი“,– აცხადებს სკოლის დირექტორი და აღნიშNული თემით აპელირებას სისულელეს უწოდებს