ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვანი გზა გადის ეკონომიკაში ქალების უფრო ინტენსიურ ჩართულობაზე” – მაღრაძე

გუგული მაღრაძემ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის შეხვედრაში „გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი, აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ჯეფრი რენო და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ჯენერ ედელმანი.

შეხვედრაზე იმსჯელეს ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში გენდერული თანასწორობის როლზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ განხორციელებული მეორე კომპაქტის მიღწევებზე, გამოწვევებსა და გამოცდილებაზე გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის კუთხით.

გუგული მაღრაძემ შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს ეგიდით მიმდინარე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები გააცნო, რომლის თემაა „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“.

„სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვანი გზა გადის ეკონომიკაში ქალების უფრო ინტენსიურ ჩართულობაზე. ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ასევე, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ოჯახური ძალადობის შედეგების დაძლევასა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებისათვის. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესია მათ ჰქონდეთ დასაქმების შესაძლებლობა რათა დაეუფლონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიებს, რის საშუალებასაც იძლევა პროფესიული განათლება“, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

„ამ მუშაობის საფუძველზე შემუშავდება პარლამენტის რეკომენდაციები, პარლამენტი სისტემატურად გააკონტროლებს ამ რეკომენდაციების აღსრულებას და ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროფესიული განათლების მისაწვდომობას და შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეფრი რენოს თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში გოგონებისა და ქალების თანაბარი ჩართულობა.

იტვირთბა....