ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ლიონის აფეთქებაში ეჭვმიტანილმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი დადო

ლიონში აფეთქებაში მთავარმა ეჭვმიტანილმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი დადო. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews- ავრცელებს.

24 წლის ალჟირელმა მუჰამედ ჰიშამ მ.-მ დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში გამომძიებლებს ჩვენება მისცა. მისი განცხადებით, ბომბი მან დამოუკიდებლად, ინტერნეტში არსებული ინსტრუქციების გამოყენებით ააწყო. პოლიციამ მისი დნმ-ი აღმოაჩინა ჩანთაზე, რომელშიც ასაფეთქებელი იყო მოთავსებული.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ მუჰამედ ჰიშამ მ-მ, რომელიც მანამდე ლიონის ერთ-ერთი სასწავლებლების სტუნდენტად მოიხსენიებდნენ, სინამდვილეში საფრანგეთში მოკლევადიანი ვიზით იმყოფებოდა და ოფიციალურად არსად სწავლობდა.

აფეთქება ლიონში 24 მაისს, ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე მოხდა. აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....