მთავარი ციტატა

“ჩვენი რწმენიდან დიდი ხანია ამოვარდა სიტყვები “სიყვარული”, “თანაგრძნობა”, “პატიება”… ისინი სხვა სიტყვებმა შეცვალა – “დასჯა”, “შერისხვა”

“ამ ქალზე ნუ გადატეხავთ ახლა ყველაფერს, იმათზეც იფიქრეთ, ვინც ასე ასწავლა, ღმერთი პროკურორად, “უწესოების” და ცოდვილების მოსამართლედ გამოუყვანა

მრევლის ნახევარზე მეტს ასე ესმის ქრისტიანობა. მრევლი იქით იყოს, მათ მამაოებს ესმით ასე სამწუხაროდ
ჩვენი რწმენიდან დიდი ხანია ამოვარდა სიტყვები “სიყვარული”, “თანაგრძნობა”, “პატიება”… ისინი სხვა სიტყვებმა შეცვალა – “დასჯა”, “შერისხვა”, “გაწყრომა”… “ღმერთის არ გეშინია?” – ეს ხომ ამათი საყვარელი კითხვაა. თავიანთ თავს უკვე დაუსვეს ეს კითხვა და პასუხი იყო “ჰო, მეშინია”.. ასეთი შიშით ცხოვრობენ. ახლაც, დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში თავს იმართლებს – ეს ხომ ღმერთის და მართლმადიდებლობის სახელით თქვა და დაწერა… მართლმადიდებლობის მტერი უნდა ამხილო და თუ საჭიროა, განგმირო კიდეც…
მითხარით ახლა რა განსხვავებაა ამათსა და ფუნდამენტალისტ ტერორისტებს შორის?”

კინომცოდნე გოგი გვახარია; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....