პროკურატურამ აჭარაში თანამდებობის 12 პირი დააკავა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე.
აღსანიშნავია, რომ აჭარის პროკურატურამ 17:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა, თუმცა უცნობიაა, უკავშირდება თუ არა ბრიფინგი ბათუმში ჩატარებულ ორ სპეცოპერაციას სახელმწიფო უწყებებში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს.
ხელმისწავდომი საცხოვრის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს.