ქუთაისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარე” ნანა კოსტავა 2017 წლის თებერვალში, როდესაც ტელეწამყვან მაია ასათიანის გოგო გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ნიშნისმოგებით წერდა.
კოსტავამ კომენტარებში დააზუსტა, რომ სწორედ ასათიანის შვილს გულისხმობდა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლაგოდეხში 16 წლის გარდაცვლილი გოგოს დის, სალომე ბარკერის ფოტო წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”.
მოგვიანებით, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი ტრაგედია.