ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში, გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გორში, გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმის მაია ნაოჭაშვილის ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა და სამედიცინო ინვენტარიც დაუზიანა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

„აგრესიის მიზეზს ვერ ვხვდები, ჯერ მე მომვარდა საცემად, მერე სამედიცინო ხელსაწყოები დააზიანა. ჯგუფში ორსულიც გვყავს და ვშიშობდი, რომ მასზეც არ მიეტანა იერიში. მოტივი გაუგებარია, აბსურდულ მიზეზს ასახელებდა, თითქოს, წინა გამოძახებისას, მის მეუღლეს ნემსი სწორად არ გავუკეთე, თუმცა, დაბეჯითებით ვერც იმას ამბობდა, წინა გამოძახებაზე მე ვიყავი თუ არა“, – აცხადებს ექიმი მაია ნაოჭაშვილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას (ცემას) გულისხმობს.

იტვირთბა....