ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაკრახიძე მაჩალიკაშვილის საქმეზე – ყველაფერი “გაიასნებული” იყო, რაღა კომისიაზეა საუბარი

გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგია, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მაკრახიძის კომენტარს რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

მისი აზრით, პარლამენტს სხვა უამრავი საქმე აქვს და სპეციალური კომისიის შექმნა პარლამენტში არაეფექტური იქნება.

“რაღა კომისია უნდა შეიქნას, იყო პარლამენტში წარმომადგენელი, დახურულ ფორმატში განვიხილეთ ეს თემა, ყველაფერი “გაიასნებული” იყო და ყველაფერზე კომისიას ხომ არ შევქმნით პარლამენტში. არსებობენ საგამოძიებო უწყებები და მათი საქმეა ეს ჩემი აზრით”, -აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, თუმცა დადგენილების პროექტს მხოლოდ პარლამენტის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მხარდამჭერთა შორის უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატია. მმართველი პარტიის წევრთა დიდმა ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....