ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა: მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები არ შეწყვეტილა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვის ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირში არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

როგორვ პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას აქვს დაწყებული და ეს სამართლებრივი პროცედურები არ შეწყვეტილა.

„რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მისი მოქალაქეობის დაკარგვის, ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირში არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს.სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება! საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ის მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ასევე მსჯავრდებულია პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედის უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე. პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმს 28 მაისს, წინა პრეზიდენტის მმართველობის დროს ჩამორთმეული უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

იტვირთბა....