ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სტატისტიკა შემდეგნაირია:

საქართველო – 20,1 %.
ქალაქი -18,0 %;
სოფელი – 23,1 %;

რაც შეეხება 2017 წელს, მონაცემები ასე გამოიყურებოდა:

საქართველი – 21,9%
ქალაქი- 18,6 %,
სოფელი- კი 26,6%.

მედიანური (ანუ საშუალო) მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი კი ასეთია: საქართველო 20,5%, ქალაქი 17.2%, სოფელი 25,4%.

მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი კი საქართველოს მასშტაბით 7,6 %-ს, ქალაქად 6,6%-ს, სოფლად კი 9,1 %-ს შეადგენს.

სიღარიბის ზღვარი მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება.

იტვირთბა....