ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის მერი: სტალინის ძეგლს დავდგამ, თუ მოსახლეობა მოითხოვს და კანონიც დამავალდებულებს

გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ თუ მოსახლეობის უმრავლესობა ძეგლის დადგმას მოსთხოვს და კანონიც დაავალდებულებს, ის მოთხოვნას შეასრულებს. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

“თუ ნება იქნება მოსახლეობის, თუ კანონის მიხედვით დამევალება, რომ ძეგლი უნდა დავდგა, მე უფლება არ მაქვს, რომ მოსახლეობის სურვილი არ აღვასრულო. მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ ეს ძეგლი მუზეუმს გადაეცემა როგორც ექსპონატი და მუზეუმის ხელმძღვანელობამ დადგას ეს ძეგლი. თუ გადმოგვეცემა მუზეუმი, მერე უკვე სხვანაირად შეიძლება ამ საკითხზე საუბარი”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი 2010 წელს აიღეს.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....