ურმავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ პარლამენტში ის კანონპროექტს ცარიელ დარბაზს უკითხავს.
“ახლა ვიდეო ვნახე, ცარიელ დარბაზში გამოაქვს საკითხიო.
არადა, ძალიან მარტივი რამაა – როცა სხდომის თავმჯდომარე მოგიწოდებს საკითხის გამოტანისკენ, მომხსენებელი ვერ ეტყვის სხდომის თავმჯდომარეს, რომ მოიცა დარბაზი ცარიელია და მერე იყოსო 😊
პ.ს. შესვენების მერე გაიხსნა სხდომა და ასეთ დროს როგორც წესი დარბაზი ცარიელია
პ.პ.ს. როცა ინტენსიურ საკანონმდებლო სამუშაოს ეწევი და დღეში რამდენჯერმე გიწევს კანონპროექტების წარდგენა, ეს ხან სავსე დარბაზში ხდება და ხან ნახევრად სავსეში”, – წერს გაბუნია.