ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ლარის რყევა გააუარესებს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას

“ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა კვენეტაძის მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კობა გვენეტაძემ დაადასტურა, რომ ლარის რყევა გადაიზრდება ფასების ისეთ ზრდაში, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ნაკლები რეგულაცია და დაბალი გადასახადები.

„ყველაზე საგანგაშო, რაც გუშინ მოვისმინეთ, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადება, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა გადააჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს. მან დაადასტურა, რომ ლარის ეს რყევა გადაიზრდება ფასების ისეთ ზრდაში, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე და შესაბამისად, ძალიან გააუარესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საბანკო რეგულაციებით კობა გვენეტაძემ უკვე შეზღუდა ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ახლა ის უფრთხის მონეტარული განაკვეთის გაზრდას, რომ კიდევ არ შეამციროს ეკონომიკური ზრდა. არადა ამ მდგომარებიდან გამოსავალი არის დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაცია. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება, საქართველომ წინააღმდეგობა გაუწიოს იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ლარი აღმოჩნდა,”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

იტვირთბა....