მთავარი საზოგადოება სამართალი

დღეს, მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში,  მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე დასკვნითი პროცესი 24 მაისს გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხეს. პროკურორმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. პროკურორ ვალერი კუჭუხიძის განცხადებით, მთავარი არგუმენტია ის, რომ პირველად დაკითხვაზე ღია ფერის ავტომობილზე პოლიციას ჩვენება არავინ მისცა. მისი თქმით, ექსპერტების მიერ დასკვნები არასათანადოდაა შესრულებული.

ბრალდების მხარის არგუმენტებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე. მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის განცხადებით, არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ მორაგბის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდა ღია ფერის ავტომობილი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და მათ შორის მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეც.

იტვირთბა....