“ეს არის კონკურენტული ბრძოლა არც თუ ისე ჯანსაღი მეთოდებით და ამაში, რაც მთავარია, გარეულია პოლიტიკა. მე ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ არც ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება და არც ფოთის პორტშიც გაკეთდება რამე – რისი თეორიული შანსებიც არსებობს. ფოთის პორტზეა მიბმული მთლიანად ქალაქი ფოთი. ასე რომ, რთული საკითხია ცალსახად იმის გარკვევა, ვინ მართალია და ვინ – მტყუანი. ჯობდა, ეს საკმაოდ ავანტიურიტული თამაში საერთოდ არ წამოწყებულიყო ქვეყანაში“
პოლიტიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი, “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე სახელმწიფოს მიერ გაცემულ ნებართვას აფასებს.