ქართველი დიდოსტატი, ნანა ძაგნიძე, ყაზანში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირზე იასპარეზებს. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველი არხი” ავრცელებს
ნანა ძაგნიძის გარდა ამ შეჯიბრზე დები ანა და მარია მუჟუჩუკები, ტან ჟონი, კატერინა ლაჰლო, ალექსანდრა კოსტენიუკი, ალექსანდრა გორიაჩკინა და ვალენტინა გუნინა ითამაშებენ.
ტურნირი წრიული სიტემით ჩატარდება და კენჭისყრის მიხედვით პირველ მატჩს ძაგნიძე თეთრი ფერის ფიგურებით ტან ჟონთან გამართავს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი ევროა.
ტურნირის გახსნის საზეომო ცერემონია ხვალ, პირველი ტურის პარტიები კი 31 მაისს გაიმართება.