ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კომუნისტურმა პარტიამ“ წლების წინ ბევრი ოჯახი გადაარჩინა დანგრევას” – კვიციანი

გაცხარებული, კავკასიელი ცოლ-ქმარი რომ მივა იუსტიციის სახლში, იმათ 5 დღე ეყოფა დასამშვიდებლად?! რატომ არ შეიძლება ის, რომ 2 თვე მაინც ჰქონდეთ ფიქრისთვის ადამიანებს?! – ასე განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავდნენ.

კვიციანის თქმით, „კომუნისტურმა პარტიამ“ წლების წინ ბევრი ოჯახი დანგრევას გადაარჩინა,

გასაგებია ის, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთში თუ იკამათებენ და იჩხუბებენ, გვაქვს ისეთი კანონი, რომ ხუთ დღეში ხელში ჩავახუტებთ განქორწინებას. სახელმწიფოს მხრიდან ესეც ხელშეწყობაა. ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენი ოჯახი გადაარჩინა დანგრევას და განადგურებას კომუნისტურმა წყობამ. 6 თვე ხომ ჰქონდა წყვილს საფიქრალი, ამის შემდეგ სასამართლო 2 თვეს უმატებდა იმისთვის, რომ იქნებ, შერიგდეთ და ბავშვები მშობლების გარეშე არ დატოვოთო. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ოჯახი შენარჩუნებულიყო. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოჯახი დაინგრეს. მოკლედ, გასაკვირია ასე რატომ ხდება. სად არ ხდება, კამათი, ჩხუბი, ძალადობა?! ეს ხომ ისჯება?! ანუ, კონკრეტული კითხვა ის არის, 5 დღეში რატომ ხდება განქორწინების მოწმობის მიცემა. ასე, რომელიმე ქვეყანაშიც არის, კაცო?! რატომ აწყობს ვიღაცას ის, რომ ჩვენთან ოჯახები ინგრეოდეს?! რატომ არ შეიძლება ის, რომ 2 თვე მაინც ჰქონდეთ ფიქრისთვის ადამიანებს?! გაცხარებული, კავკასიელი ცოლ-ქმარი რომ მივა იუსტიციის სახლში, იმათ 5 დღე ეყოფა დასამშვიდებლად?! თუ რომელიმემ არ შეიტანა განცხადება და არ თქვა უარი განქორწინებაზე, 5 დღეში აძლევენ განქორწინების საბუთს“, – განაცხადა კვიციანმა.

იტვირთბა....