გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული იაგო ნებიერიძე აცხადებს, რომ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საფლავის ადგილმდებარეობა იცის და სურს, ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას დაელაპარაკოს.
როგორც მისმა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ნებიერიძეს ინფორმაციის გაცემის სანაცვლოდ თავისი მოთხოვნა აქვს. თუმცა რას მოითხოვს ის, ჯერჯერობით უცნობია.
„ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გაუჩინარებული მოზარდის ადგილსამყოფელი იცის და ამისთვის გიორგი გახარიასთან ან მის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვს. თქვა – დედას საფლავი უნდა დავუბრუნოო“ – განაცხადა პაპოშვილმა.
ადვოკატი არ აკონკრეტებს, სამაგიეროდ რას მოითხოვს ნებიერიძე.
ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა მინისტრი ნებიერიძეს.
მან მოზარდის საფლავის ადგილსამყოფელი ერთხელ უკვე დაასახელა, თუმა რამდენიმედღიანი ძებნის შემდე, აღმოჩნდა, რომ ცრუობდა.
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა 25 მაისს მიუსაჯა.
ამავე თემაზე: “მისი ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება” – გორში მოკლული გოგონას მამა
თავად იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს.
მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.