აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ყოფილი დეპუტატი, ომარ ნიშნიანიძე მდინარე რიონში გემის გაშვებას გეგმავს.
მან “არგოს” მშენებლობა თითქმის დაასრულა.
როგორც “ქუთაისი პოსტი” წერს, “არგო” 2 ივნისს, ფოთიდან გაემგზავრება, რომელსაც თან გაჰყვება იასონის გაცოცხლებული პერსონაჟი, ვანში კი კოლხეთის მეფე, აიეტი და მისი ასული მედეა დახვდება.
მედიასაშუალების ცნობით, ომარ ნიშნიანიძის მიზანია კოლხეთის ისტორია გააცოცხლოს, შემდეგ კი გემი მის მიერვე მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.
ყოფილმა დეპუტატმა 2013 წელს განაცხადა, რომ ქუთაისს აქვს რესურსი, გახდეს საპორტო ქალაქი. მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეის გაჟღერების შემდეგ, მან კრიტიკა დაიმსახურა.