მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“მთაწმინდაზე ვერგასულო ოპოზიციონერო კანდიდატებო არ გესმით, რომ ნეიტრალიტეტი შეუძლებელია?”

“ბოდიში კი მომითხოვია, მაგრამ ეს მთწმინდაზე ვერგასული ოპოზიციონერი კანდიდატები რომ გამოდექით და ერთიმეორის მიყოლებით ამბობთ, არავის არ ვუჭერთ მხარს მეორე ტურშიო, კი ვერავინ აგიკრძალავთ ამას, მაგრამ დავიჯერო მართლა არ გესმით, რომ როცა მხოლოდ ორი კანდიდატია დარჩენილი, ნეიტრალიტეტი რეალურად შეუძლებელია და სინამდვილეში ეს ვითომდა ნეიტრალური პოზიცია იმ ორიდან ერთს, კერძოდ ხელისუფლების კანდიდატს აწყობს?

პოლიტიკის ამბავიც არაა ეს, არითმეტიკაა პრაქტიკულად.

და რა ცუდი წარმოდგენაც არ უნდა გქონდეთ ევროპულ საქართველოზე, როგორც პარტიაზე, შალვა შავგულიძე რომ ყველა ვარიანტში ჯობია დეპუტატად იმ შენდაუკა ექოსკოპისტს, ამაზე შეიძლება ორი აზრი არსებობდეს? ხოლო ხელისუფლების კანდიდატის მარცხი ოპოზიციონერთან რომ მარტო თავისუფალ დემოკრატებისა და ევროპულ საქართველოსთვის კი არა, უკლებლივ ყველა ოპოზიციური ძალისთვის ხსნის მეტ-ნაკლებად ახალ პერსპექტივებს, ამის გაგებაც ასე ძნელია?

ჰოდა, რა ვიცი, რა ვიცი”

დავით ზურაბიშვილი – “რესპუბლიკური პარტია”

სოციალური ქსელი

იტვირთბა....