ახალი ამბები მთავარი სამართალი

პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

კომისიის შესაქმნელად საჭირო იყო 50 დეპუტატის თანხმობა, თუმცა მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დადგენილების პროექტის ინიციატორი “ერთიანი ნაციონალური მორაობაა”.

მხარდაჭერის შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტი უნდა შეესწავლა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, შუბლის არეში სპეცრაზმელის გასროლილმა ტყვიამ დაჭრა.  19 წლის მაჩალიკაშვილი 10 იანვარს, საავადმყფოში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

იტვირთბა....