არქეოლოგებმა რომის ცენტრში, ფორუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, გათხრების დროს, 2 000 წლის წინანდელი დიონისეს, რომაულ მითოლოგიაში ბახუსის სახელით ცნობილი ღმერთის ქანდაკების თავი აღმოაჩინეს.
მარმარილოსგან დამზადებული ქანდაკება, სავარაუდოდ, რომის იმპერიის პერიოდის დროინდელია.
რომის კოლიზეუმის არქეოლოგიური პარკის წარმომადგენელთა განცხადებით, ქანდაკების სახე გრაციოზული, ახალგაზრდა და ფემინურია, რაც მიანიშნებს, რომ ის დიონისეს უნდა ეკუთვნოდეს.