“საქართველოში რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართები ბერლინის კედელივით დაიშლება. ბერლინის კედლის დაცემა ჩვენთვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს, რომ ახალი კედლები რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერ არის აღმართული, იგივე ბედს გაიზიარებს. ეს კედლები არის მართულხლართები, რომლითაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის შემოსაზღვრული. ისინი ასზე მეტ სოფელზე გადის და აქ მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთისგან ჰყოფს. გარდა გაყოფისა, მოსკოვი ადგილზე რეგიონის რუსიფიკაციის მცდელობას ახდენს. ყველაზე ცნობილი ხერხი, რომელსაც კრემლი იყენებს, უკანონო პასპორტიზაციაა.”
ქეთევან ციხელაშვილი, სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი