ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ფრთხილი ვიქნები, როცა რამეზე დათანხმება მომიწევს” – სააკაშვილი უკრაინულ თოქ-შოუში

 

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნეს, უკრაინული მედია საკმაოდ აქტიურია.

ადგილობრივ თოქ-შოუში “პულსი” სააკაშვილი ჩაერთო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მას ამ ეტაპზე უკრაინაში არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ აქვს.

“მე არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიციები უკრაინაში, იმიტომ რომ თითქმის ყველა თანამდებობაზე ვიყავი და ყველაფერი ვნახე. მე ფრთხილი ვიქნები, როცა რამეზე დათანხმება მომიწევს. ეს უკვე გავიარე, ვიცი ყველაფერი ეს როგორ გამოიყურება. მე არ ვილტვი არანაირი თანამდებობებისკენ” – განაცხადა სააკაშვილმა გადაცემა “პულსში”.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ გადაწყვეტილება მიიღო და მიხეილ სააკაშვილს, პოროშენკოს დროს ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა, რაზეც ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ სამართლიანობა აღდგა.

 

იტვირთბა....